მანჩინი: "იტალია ძველ დიდებას იბრუნებს"

4-06-2018, 11:33

იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეროვნული გუნდი სწორ გზაზე დგას. 

"საფრანგეთთან მარცხმა ბევრი რამ გვასწავლა. იყო მომენტები, როდესაც შეიძლებოდა, გოლები გაგვეტანა და მატჩი 2:2 დაგვესრულებინა. მოთამაშეებმა ყველაფერი საუცხოოდ შეასრულეს. შეხვედრაში დებიუტანტები იღებდნენ მონაწილეობას და კმაყოფილი დავრჩი. ასე თუ გაგრძელდა, იტალიის ეროვნული ნაკრები ძველ დიდებას მალე დაიბრუნებს"  განაცხადა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, იტალიის ეროვნული ნაკრები საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მატჩი დეშამის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა – 3:1.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით