მესი გრიზმანის არ მოსვლის შემთხვევაში ალტერნატივას ასახელებს

4-06-2018, 00:34

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს  "ბარსელონას" ყოველდღე უფრო და უფრო უკავშირებენ. ფეხბურთელმა ახლახასნ განაცხადა, რომ თავის მომავალს 14 ივნისამდე გადაწყვეტს.

კატალონიელების ლიდერმა ლიონელ მესიმ  შესაძლო ტრანსფერის განხორციელებაზე კომენტარი გააკეთა...

"როგორც უკვე გითხარით, მოხარული ვიქნები, თუ ანტუანს ჩემს გუნდში ვიხილავ. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს დღეობით, ამიტომაც მისთვის  "ბარსას" კარი ღიაა".

"თუ ტრანსფერი არ შედგა? კოუტინიოს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში კარგად შეუძლია, ამიტომაც შევეცებით "ტოტენჰემის" ერიკსენი ან ტურინელთა პიანიჩი გადმოვიბიროთ. ორივე მათგანი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და დაგვამშვენებდა", -  განაცხადა მესიმ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით