"ლივერპული" ფეკირის გაფორმებასთან ახლოსაა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ლივერპული" ფეკირის გაფორმებასთან ახლოსაა

4-06-2018, 11:30

როგორც ჩანს, მერსისაიდული "ლივერპული" უახლოეს პერიოდში ახალ ტრანსფერს განახორციელებს.

ბრიტანული გამოცემა SUN-ის ინფორმაციით, "წითლებმა" უკვე ფაქტობრივად შეათანხმეს კონტრაქტის დეტალები "ლიონის" ნახევარმცველ ნაბილ ფეკირთან. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი ამჟამად ლივერპულში იმყოფება და მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც ცნობილია, ინგლისური გუნდი ფეკირის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 70 მილიონ ფუნტს გადაიხდის, ტრანსფერი კი უახლოეს პერიოდში დადასტუდება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის მოთამაშის შეძენა "ლივერპულის" გარდა ასევე კატალონიის "ბარსელონასაც" სურდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით