ბენზემა: "ფინალში გატანილი გოლი შემთხვევითობა არ იყო"

4-06-2018, 14:14

მადრიდის რეალის შემტევმა, ქარიმ ბენზემამ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და არნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი შემთხვევითობა არ იყო. 

"ლიგის ფინალში გატანილი გოლი შემთხვევითობა არ იყო. გეტყვით, რომ ზოგადად იღბლის არ მჯერა. მე საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი და შესაბამისად ყველაფერი მუშაობის შედეგად მოვიდა",განაცხადა ბენზემამ.
 
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" მეკარემ კარიუსმა, შეცდომა დაუშვა და ფრანგ თავდამსხმელს გოლი ცარიელ კარში გაატანინა. 2017-2018 წლების ფინალური დაპირისპირება "რეალის" გამარჯვებით დასრულდა. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით