სადიო მანე კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

სადიო მანე კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს

5-06-2018, 00:12

ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, "ლივერპულის" თავდამსხმელი სადიო მანე ახლოს არის "რეალში" გადასვლასთან.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ზიდანის წასვლის შემდეგ შეჩერდა. ამჟამად ფეხბურთელის ყიდვა ძალიან სარისკოა, სანამ "სამეფო კლუბი" ახალ მთავარ მწვრთნელს არ იპოვნის, თუმცა პერესი მაქსიმალურად შეეცდება 26 წლის ფორვარდის შეძენას.

სენეგალ ფეხბურთელს წელს 20 გოლი მოუგროვდა პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, მათ შორის ერთი ფინალშიც გაიტანა.

26 წლის ფეხბურთელი იურგენ კლოპის კლუბს 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა და 56 მატჩი ჩაატარა, სადაც 23 გოლის გატანა შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით