გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერი ჩაიშალა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერი ჩაიშალა

5-06-2018, 11:02

Marca-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" კოვზი ნაცარში ჩაუარდა და ანტუან გრიზმანს ვერც ამჯერად შეიძენს. როგორც ირკვევა, ფრანგმა შემტევმა „ბლაუგრანას“ ბოსებს უარი შეუთვალა. 

ესპანური მედიის ცნობით, ანტუანი მადრიდის "ატლეტიკოში" შეთავაზებული ხელფასის გამო დარჩა, რომელიც 25 მილიონ ევროს შეადგენს და ამას პლუს მისი გამოსასყიდი თანხმა 200 მილიონი გახდება. 

შეგახსენებთ, რომ გრიზმანმა 2 დღის წინ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პასუხი "ბარსაში" გადასვლა არ გადასვლის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატამდე გაირკვეოდა. „როხიბლანკოს“ შვიდიანმა სიმეონეს უერთგულა. 



simartle rom gitxratt arc mindoda rom barcashi gadasuliyooo ar aris barcas stilis motamashee

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით