გვარდიოლას მსუბუქი სასჯელი არ გაუუქმდება

5-06-2018, 11:13

ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას დისკვალიფიკაცია არ გაუუქმდა.

2017/18 წლის სეზონის 1/4 ფინალში სტუმრად მყოფმა "მერსისაიდელებმა" მეტოქეს 2-1 სძლიეს. მატჩში საკამათო ეპიზოდი იყო, სადაც "სიტის" მწვრთნელის ზემდეტი აქტიურობა მოყვა და მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა.

ესპანელი სპეციალისტი მატჩის მიმდინარეობას ტრიბუნებიდან სხვა გულშემატკივრების გვერდით ადევნებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი სეზონი იწყება, უეფამ გვარდიოლას დისკვალიფიკაცია  არ გაუუქმა და ამიტომაც ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩის ყურება კვლავ ტრიბუნებიდან მოუწევს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით