არსენალმა პირველი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

არსენალმა პირველი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა

5-06-2018, 17:50

შვეიცარიელი მარჯვენა მცველი სტეფან ლიხტშტეინერი, რომელიც "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა, "არსენალს" შეუერთდა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში შვიდი წელი გაატარა და თითოეულ სეზონში მოახერხა ტიტულის მოპოვება.

სტეფანი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი გახლავთ. მან "ბიანკონერის" მაისურით  დაახლოებით 250 მატჩი ჩაატარა. გარდა  იგი ნაკრების კაპიტნის სახელით 2016 წლიდან სარგებლობს. მას 99 შეხვედრა აქვს გამართული შვეიცარიის ნაკრების სახელით, რაც თაის ქვეყანაში მე-4 მაჩვენებელია.

34 წლის ფეხბურთელი "მეთოფეებს" თავისუფალი აგენტი სახით შეუერთდა და 12 ნომრიან მაისურს მოირგებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით