ლიხტშტეინერის პირველი ვრცელი ინტერვიუ "არსენალში"

5-06-2018, 18:31

ვეტერანი მარჯვენა მცველი და შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი "იუვენტუსიდან" "არსენალს" შეუერთდა. გთავაზობთ ფეხბურთელის ვრცელ ინტერვიუს...

"მოგესალმებით "არსენალში", როგორი შეგრძნებაა აქ მოსვლა"?

"დიდებული.  ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ახალი გამოწვევები და ის დიდი საქმეები, რასაც ამ კლუბთან ერთად გავაკეთებ".

"რატომ მიიქცია თქვენი ყურადღება პრემიერ ლიგამ, ლონდონმა და "არსენალმა"?

"მეთოფეებს" ისეთი პროექტი აქვთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას ითვალისწინებს. რთულია როცა ამ ჩემპიონატს უყურებ და  ასეთ კლუბს ვერ ხედავ. როდესაც ასეთ მოთამაშეებს, კლუბს და სტადიონს უყურებ, შეუძლებელია აქ მოსვლა არ მოგინდეს. აქ უმაღლესი დონეა".

"არსენალთან" რაიმე მოგონებები გაკავშირებთ"?

"მათ წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, თუმცა რა თქმა უნდა აქ დიდი ერა იყო, რომელიც არსენ ვინგერმა ჩამოაყალიბა. მან უამრავი ტიტული მოიპოვა თავის კლუბთან ერთდ და დიდი ისტორია შექმნა. ახლა სიახლეების დროა. მწვრთნელი წავიდა და ეს უკვე დიდი გამოწვევაა.

"რა იტყვით ახალ მთავარ მწვრთნელზე უნაი ემერზე? რა იცით მასზე"?

"ის კარგი მწვრთნელია, რომელსაც არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ  შორის ევროპა ლიგაც, სადაც წელს ჩვენ უნდა ვითამაშოთ. ის არის სპეციალისტი, რომელმაც იცის რა სურს და როგორ უნდა დაეხმაროს მოთამაშეებს განვითარებაში. განსაკუთრებით  ჩემნაირ ვეტერან ფეხბურთელებს. "სწავლა სიბერემდეო", აი ეს უნდა გვახსოვდეს სულ. პოზიტიურად ვარ განწყობილი. იმედი მაქვს ბევრს მივაღწევთ".

"როგორ დაახასიათებთ საკუთარ  სათამაშო სტილს"?

"ჩემი სტილი? მე მარჯვენა მცველი ვარ, რომელსაც შეტევა უყვარს, მაგრამ ვიცი როდის არის ამის დრო და როდის უნდა დავრჩე დაცვაში. ჩემი მოვალეობაა დავაბალანსო როგორც თავდასხმა, ასევე დაცვაც".

"თქვენ 7 წელი გაატარეთ "იუვენტუსში" და 7ჯერ მოიგეთ სერია ა. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება თქვენთვის და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის გასახდელში"?

"ვიმედოვნებ ახალგაზრდებს მენტალურად მოვაძლიერებ. ეს არის ის მცირეოდენი, რაც ამ შვიდი წლის განმავლობაში "იუვედან" შემომრჩა. იმედი მაქვს ჩემი გამოცდილება მომცემს იმის საშუალებას, რომ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე მისაღწევად დავეხმარო".

"თქვენ  აგრეთვე შვეიცარიის ნაკრების კაპიტანიც ხართ. როგორ მოგწონთ თქვენი ლიდერობა და აქვს თუ არა თქვენს ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა გასახდელში"?

"საბოლოოდ შევჯერდეთ იმაზე, რომ ბევრი საუბარი აუცილებელი არაა. მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას აკეთებ მოედანზე. შენ უნდა იყო მაგალითი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. გარდა ამისა მეც მსურს ვიცოდე, რომ სხვასაც შეუძლია ჩემი დახმარება. ეს არის გუნდი, რომელიც ყველაფერს გაიღებს სასურველი მიზნის მისაღწევად და ყველა ერთმანეთს დაეხმარება ამისთვის", - განაცხადა სტეფანმა.











კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით