რამოსი: "ეს ყველაფერი უკვე მეტისმეტია" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

რამოსი: "ეს ყველაფერი უკვე მეტისმეტია"

5-06-2018, 20:15

ჩემპიონთა ლიგის ფინალში რამოსი ეშმაკად შერაცხეს. ჯერ სალაჰის განზრახ დაზიანებაში სდებდნენ ბრალს, ბოლო დღეებში კი კარიუსის თავის ტრავმასაც აბრალებენ. ფეხბურთელი ამის შესახებ გაცხარდა...

"რა სისულელეა... მოს ეპიზოდს რამხელა გამოხმაურება მოჰყვა, ახლა კი კარიუსის დაზარალებასაც მტენიან".

"სრული მარაზმია.  ცოტახანში ალბათ მეტყვიან, რომ ფირმინიოს შესცივდა, რადგან მასთან ახლოს დავაფურთხე", - განაცხადა მადრიდის "რეალის" ესპანელმა მცველმა.

ცნობისთვის, ეგვიპტელები  რამოსის დასჯას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ სერხიო უდანაშაულოდ სცნო. სულ ცოტა ხნის წინ კი ფეხბურთის გულშემატკივრები მას კარიუსის გამო აუჯანყდნენ, რადგან მეკარეს თავის ტვინის ტრავმა აღმოაჩნდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით