"იუვეს" ახალი 1-იანი პერინი გახდება

5-06-2018, 15:23

რამდენიმე დღის წინ "ჯენოას" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პერინს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა სურს და ვოიცეხ შესნისთან სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის საბრძოლველად მზადაა.

"იუვენტუსსა" და გენუურ კლუბს შორის მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე დღეა სისტემატიურად მიმდინარეობს და აპენინურ მედიაში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში იტალიელი მეკარე "ბიანკონერისთან" კონტრაქტს გააფორმებს.

ბოლო ინფორმაციით, ტურინელები იტალიელი კიპერის სანავცლოდ "ჯენოას" 15 მილიონ ევროს გადაუხდიან. თავად 25 წლის მატიამ კი უკვე მოაწერა ხელი წინასწარ შეთანხმების დოკუმენტს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით