ბუფონის სასჯელი ცნობილია

6-06-2018, 00:24

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, რომელშიც ერთმანეთს "რეალი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდნენ, ჯანლუიჯი ბუფონმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

უეფამ ჯიჯის განაჩენი გამოუტანა და 3 მატჩანი დისკვალიფიკაცია მისცა.  წესით მსაჯთან შეკამათების გამო 2 მატჩის გამოტოვება უწევს ხოლმე ფეხბურთელს, თუმცა 40 წლის მეკარემ მსაჯს შეხვედრის დასრულების შემდეგ უგულო ადამიანი და ნაგვის ურნა უწოდა, ამიტომაც სასჯელი უფრო გამკაცრდა.

მოგეხსენებათ, რომ კაპიტანმა "ბებერი ქალბატონის" რიგებიდან წასვლა გადაწყვიტა. ამჯერად იგი უკლუბოდაა. დიდი ალბათობით სასჯელი მას არ შეეხება, იმ შემთხვევაში, თუ ისეთ კლუბში არ გადავა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იღებს მონაწილეობას, ან საერთოდ თუ არ წავა ფეხბურთიდან.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით