"მილანმა" ფეხბურთელი შეინარჩუნა

6-06-2018, 10:32

"მილანის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ალესიო რომანიოლიმ "როსონესითან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ირკვევა, 23 წლის მცველს „შავ-წითლების“ მაისურის მორგება 2022 წლამდე მოუწევს. 

აღსანიშნავია, რომ ალესიოს "იუვენტუსს" უკავშირებდნენ, თუმცა ფეხბურთელმა მშობლიურ კლუბში დარჩენა არჩია და მომდევნო 5 წელს, დიდი ალბათობით, "სან სიროზე" გაატარებს. 

შეგახსენებთ, რომ რომანიოლი "მილანში" 2015 წელს გადავიდა და 100 შეხვედრის ჩატარება შეძლო. ლომბრადიულმა გრანდმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით