ვერნერს იტალიის ჩემპიონატში იწვევენ

6-06-2018, 17:58

გასულმა სეზონმა კარგად აჩვენა, რომ "მილანი" ყველაზე მეტად გოლის გამტანის პოზიციაზე მოიკოჭლებს. გუნდის ბომბარდირმა პატრიკ კუტრონემ სერია ა-ში მხოლოდ 10 გოლის გატანა მოახერხა, ნიკოლა კალინიჩმა კი, რომელსაც ყველაზე მეტი სათამაშო დრო მიეცა, კატასტროფული სტატისტიკა დააფიქსირა.

დიდი ალბათობით, ზაფხულში გუნდს ხორვატ შემტევთან ერთად ანდრე სილვაც დატოვებს და "როსონერი" ფორვარდის პოზიციაზე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას მოახერხებს (თუ, რა თქმა უნდა, ლომბარდიულმა კლუბმა უეფასგან სანქციები აირიდა და ფინანსური მდგომარეობა გამოასწორა).

გავრცელებული ცნობებით, ფასონესა და მირაბელის დუეტს ყველაზე მეტად "ლაიფციგის" ცენტრალური ფორვარდის, ტიმო ვერნერის კანდიდატურა ხიბლავთ. 22 წლის გერმანელმა უკვე დაადასტურა, რომ ევროპულ გრანდში გადასვლა სურს და შეიძლება ასეთი გუნდი "მილანი" აღმოჩნდეს.

"CalcioMercado"-ს ინფორმაციით, "ლაიფციგი" ვერნერის სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს ითხოვს, "როსონერი" კი 60-70 მილიონის გადადხაზე იქნება თანახმა.

ცნობისთვის, გერმანიის ნაკრების წევრი ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გამტანია. მის ანგარიშზე "ლაიფციგის" მაისურით ჩატარებული 77 მატჩი და 42 გატანილი გოლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით