ვაისი: "ლუქსემბურგთან მარცხი არცეთი შემადგენლობით არ გვეკადრება"

6-06-2018, 16:11

ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგთან განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში ჩვენ გვაქვს საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე შემადგენლობით ვთამაშობდით, ვერ უარვყოფთ, რომ ამჟამად ჩვენი შეტევა იყო სუსტი. ეს ფეხბურთელები უნდა გაიხსნან, კონკურენცია შექმნან მათთან, ვინც შეკრებაზე არ იყო. ჩემი აზრით, არ იყო საკმარისი იმიტომ, რომ ჩვენ გავიტანეთ მხოლოდ ერთი გოლი პენალტით პირველ მატჩში მალტის წინააღმდეგ. თუმცა ვითამაშეთ ათი ფეხბურთელით და ეს იყო დადებითი შედეგი".

"ჩემთვის მეორე შეხვედრა იყო გასაკვირი იმიტომ, რომ არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან ამ თამაშის ხარისხით. მომენტების რეალიზაცია ძალიან დაბალია. ახალწვეულებიდან კმაყოფილი მხოლოდ ჭანტურიშვილით და კიტეიშვილით ვარ, რომლებმაც შეძლეს კონკურენციის გაწევა სხვა ფეხბურთელებთან". 

"ერთა ლიგის ჯგუფში ყველა გამარჯვებისთვის იბრძოლებს,  იმიტომ, რომ ეს დიდი შანსია მიაღწიო წამატებას და გახვიდე ევროპის ჩემპიონატზე. ეს ეხება ყველა ჩვენ მოწინააღმდეგეს. ერთა ლიგას ვიწყებთ ყაზახეთში, სადაც მარტივი თამაში არ გველის. ყაზახები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ფლანგიდან თამაშობენ ასევე კარგად.  დარწმუნებული ვარ, კარგი შემადგენლობით ვიქნებით, ფეხბურთელები დაბრუნდებიან ტრავმების შემდეგ გუნდში, თუმცა ყოველთვის პრობლემაა ტრავმირებულები, ამ შეკრებაზეც გვქონდა ეს პრობლემა".

"გვილიამ წითელი ბარათი მიიღო და ვერ დაგვეხმარა, ამიტომ დისციპლინას დიდ ყურადღებას მივაქცევთ. რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევთ ასევე ტაქტიკას და ვეცდებით გვყავდეს ისეთი შემადგენლობა, რომელიც მოიგებს ყაზახეთში ან დადებით შედეგს აჩვენებს იმიტომ, რომ პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით