კაშია: "მიუხედავად მარცხისა, შეკრებას პოზიტიურად შევაფასებდი" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კაშია: "მიუხედავად მარცხისა, შეკრებას პოზიტიურად შევაფასებდი"

6-06-2018, 19:34

ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგთან განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

"პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით თამაშს, იყო გოლის გატანის მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ გოლი გავუშვით მეორე ტაიმში.  ისე ვეღარ ვითამაშეთ მეორე ნახევარში როგორც უნდა გვეთამაშა. მეტოქეს მიეცა შანსი,რომელიც სამწუხაროდ გამოიყენა.დასანანია ასეთი მარცხი საერთო ჯამში,  უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. ხუთი თამაში წაუგებელი სერია გვქონდა, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა. ოფიციალურ შეხვედრებში უკვე ის მოთამაშეები იქნებიან ვინც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით წინა ხაზში".

"ეს შეკრება ძირითადად იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და მხოლოდ რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა ვითამაშეთ მათთან ერთად. ეს იყო მათვის კარგი ტესტი, პოზიტიურად შევაფასებდი, მონდომებულები იყვნენ და უნდა გააგრძელონ პროგრესი, რომ ნაკრებს სამომავლოდ დაეხმარონ.
უკეთესი გუნდი ვართ და სამწუხაროა,რომ ვერ მოვიგეთ. თამაშში რომელშიც უკეთესი ფეხბურთელები გყავს და უკეთესი ხარ მეტოქეზე უნდა მოიგო", - განაცხადა კაშიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით