რონალდომ "რეალს" თავისი გადაწყვეტილება აცნობა

6-06-2018, 19:58

ესპანური გამოცემა "El Chiringuito"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კრიშტიანო რონალდოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა და მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელებმა საქმიანი შეხვედრა გამართეს.

წყაროც ცნობით, პორტუგალიელის აგენტმა "სამეფო კლუბს" თავისი კლიენტის მოთხოვნები წამოუყენა. როგორც ჩანს, რონალდოს გუნდიდან წასვლა მკაცრად აქვს გადაწვეტილი იმ შემთხვევაში, თუ ფლორენტინო პერესისგან გაუმჯობესებულ კონტრაქტს არ მიიღებს.

გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ მენდეში "პარი სენ-ჟერმენის" წარმომადგენლებსაც შეხვდა და "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელის საფრანგეთში გადაბარგების შესაძლებლობები განიხილა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით