სალაჰი "ბარსელონას" სურს

7-06-2018, 12:30

AS-ის ინფორმაციით, ეგვიპტის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი, შესაძლოა, "ბარსელონაში" გადაბარგდეს. მოგეხსენებათ, რომ მომო "ლივერპულის" ღირსებას იცავს და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2007 წლის შემდეგ პირველად ითამაშა. 

აღსანიშნავია, რომ "მერსისაიდული" გრანდის ხელმძღვანელობა სალაჰთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას სცდილობს, თუმცა ჯერჯერობით არაფეი გამოდის. გაირკვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ანტუან გრიზმანი "ბლაუგარანაში" არ გადავა კატალონიელები ეგვიპტელთა ლიდერის გადაბირებას შეეცდება. 

"ეს არასდროს მოხდება. ესპანურ პრესას კი ვურჩევ უკეთესი მასალები გააკეთონ", - სალაჰის აგენტი კი გავრცელებულ ცნობებს ასეთი განცხადებით გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა – 32 გოლით. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით