ვარანი: "რეალს ძლიერი მწვრთნელი სჭირდება"

6-06-2018, 22:51

ზინედინ ზიდანის წასვლის შემდგომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. ფრანგი სპეციალისტის შემცვლელის თაობაზე კი ევროპულ გამოცემებში არაერთი სიახლე იწერება.

დღეს "თეთრების" მომავალ მწვრთნელზე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფაელ ვარანმა ისაუბრა.

"მე ვფიქრობ, რომ ახლა გუნდს ძლიერი მწვრთნელი ესაჭიროება."

"აქ მოსული უნდა გრძნობდეს მადრიდულ სულს, იმიტომ, რომ ისე გაუჭირდება წნეხის გაძლება."

"ზიდანმა მართლაც საოცარი შედეგი აჩვენა და რთული იქნება მისი ჩანაცვლება, თუმცა შეუძლებელი არაფერია." - აცხადებს ვარანი.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით