ფირმინიო: "რამოს იდიოტი ხარ"

7-06-2018, 00:50

როგორც იცით, სერხიო რამოსი ჩემპიონთ ალიგის ეშმაკად შერაცხეს. მას ჯერ მოჰამედ სალაჰის ძალით დაზიანებას და შემდეგ კარიუსის თავის  ტვინის ტრავმას აბრალებდნენ.

ესპამელი ფეხბურთელი ამაზე გაცხარდა და  განცხადება გააკეთა, სადაც "ლივერპულის" თავდამსხმელი ფირმინიოც ახსენა, რომელიც არაფერ შუაში იყო შექმილ სიტუაციასთან.

"ახლა ისღა დარჩათ ფირმინიოს გაციებაც დამაბრალონ, მასთან ახლოს დაფურთხების გამო", - განაცხადა რამოსმა.

ფირმინიომ რა თქმა უნდა პასუხი დაუბრუნა.

"ვფიქრობ იდიოტურია მისი საქციელი. მის ადგილას მე კომენტარისგან თავს შეიკავებდი. ის ჩემპიონია, რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს", - განაცხადა ფირმინიომ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით