ლონდონში კონტეს შემცვლელს ეძებენ » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ლონდონში კონტეს შემცვლელს ეძებენ

7-06-2018, 00:54

დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულს ლონდონის "ჩელსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ინგლისელები უკვე განიხილავენ რამდენიმე კანდიდატს ანტონიო კონტეს ჩასანაცვლებლად.

ესპანური გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, "არისტოკრატებს" ახალი სეზონიდან ლორან ბლანი გაუძღვება. წყაროს ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი უკვე ლონდონში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

როგორც ცნობილია, ანტონიო კონტე კომპენსაციის სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება მის მომავალს, იტალიელი სპეციალისტი, სავარაუდოდ, მადრიდის "რეალს" ჩაიბარებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით