გრიზმანი: "ჩემს მომავალზე ვფიქრობ" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

გრიზმანი: "ჩემს მომავალზე ვფიქრობ"

7-06-2018, 12:00

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა, ანტუან გრიზმანმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა. "როხიბლანკოს" შემტევის თქმით, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ბავშვობიდან ოცნებობს.

"ჩემს მომავალზე ვფიქრობ, თუმცა, ჯერჯერობით, არაფერი გადამიწყვეტია. ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რომელიც მიზნად ბავშვობიდან დავისახე და მჯერა, აუცილებლად ამიხდება. წინ მსოფლიო ჩემპიონატია, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილებას მუნდიალამდე გავასაჯაროებ", - განაცხადა ანტუანმა. 

შეგახსენებთ, რომ გრიზმანის გადაბირება "ბარსელონას" სურს, თუმცა ფეხბურთელი ჯერჯერობით ყოყმანობს. ესპანური მედია იუწყება, რომ მადრიდელთა შვიდიანი სიმეონეს ერთგული დარჩება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით