"რეალი" და "ბარსელონა" ფეხბურთელს ვერ იყოფენ

7-06-2018, 13:31

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ტალანტის, როდრიგეს გოესის, შეძენა სურთ. წყაროს ცნობით, სამხრეთ ამერიკელმა ესპანელთა ყურადღება ბრაზილიის ჩემპიონატში გამართული მე-9 ტურის  შეხვედრისას მიიქცია. 

საფეხბურთო კლუბი "სანტოსი" "ვიტორიას" ხვდებოდა და მასპინძლებმა შეხვედრა 5:2 მოიგეს. 17 წლის ფეხბურთელმა 9 წუთში ჰეთ-თრიქი გაიფორმა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. როგორც ირკვევა, „სამეფო კლუბისა“ და „ბლაუგარანს“ ხელმძღვანელები როდრიგესის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდიან. 

როდრიგეს გოესის დებიუტი სანტოსში 2017 წელს შედგა. მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით