კლაუდიო მარკიზიო "მონაკოში" გადასვლასთან ახლოსაა

7-06-2018, 13:46

ფრანგული გამოცემა France Football დაჟინებით იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო კარიერას ფრანგული "მონაკოს" შემდაგენლობაში გააგრძელებს.

წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფაბინიოს გუნდიდან წასვლის შემდეგ მონეგასკებს ნახევარდაცვის გაძლიერება სურთ და ამისთვის ყველაზე კარგ ვარიანტად სწორედ იტალიელ ფეხბურთელს თვლიან.

აქამდე არსებული ინფორმაციით, მარკიზიოც უკმაყოფილოა "იუვეში" თავისი როლით და სურს კარიერა ისეთ კლუბში განაგრძოს, სადაც მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით