კანსელო შესაძლოა "იუვენტუსში" გადავიდეს

7-06-2018, 18:05

ტურინის "იუვენტუსი" "ვალენსიას" საკუთრებაში მყოფი განაპირა მცველის ჟოაო კანსელოსთვის ბრძოლაში ჩაერთო.

კანსელომ გასული სეზონი "ინტერში" იჯარის წესით გაატარა და "ნერაძურის" შემადგენლობაში მოედანზე ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ.

სეზონის დასრულების შემდეგ მისი გადაბირება ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებულ "ვულვზს" სურდა და მზად იყო პორტუგალიელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროც გადაეხადა, თუმცა ეს გარიგება ჩაიშალა.

რაც შეეხება "იუვენტუსს", იგი დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას აპირებს და ხელმძღვანელობაში თვლიან, რომ ამ ყველაფრისთვის კანსელო საუკეთესო ვარიანტია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით