მონტოლივო კონტრქტის გაწყვეტას გეგმავს

7-06-2018, 15:23

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" ყოფილი კაპიტანი რიკარდო მონტოლივო კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს.

33 წლის იტალიელი, რომელიც "როსონერის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს, სათამაშო დროით უკმაყოფილოა - მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და დიდი ალბათობით, კლუბის გაძლიერების ფონზე, კიდევ უფრო ღრმა რეზერვი გახდება. 

შესაბამისად, იტალიელს სურვილი აქვს, დატოვოს კლუბი და გადავიდეს იქ, სადაც მუდმივი პრაქტიკა ექნება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა აქვს მონტოლივოს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით