კალაძის მსოფლიო დაფასება, თბილისის მერი საფეხბურთო სამყარომ აღიარა

7-06-2018, 16:17

სომხეთის დედაქალაქში დიდი საფეხბურთო მოვლენა დაიგეგმა. საფეხბურთო კლუბ "პიუნიკის" მფლობელის, არტურ სოგომონიანის ორგანიზეით ერევანი ლეგენდების საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელი და სამხრეთ ამერიკელი ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე და წლების მანძილზე გერმანიის ჩემპიონატში მოასპარეზე ლევან კობიაშვილიც ითამაშებენ.

თბილისის მერისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გარდა მატჩზე ისეთი ფეხბურთელები არიან მიწვეულნი, როგორებიც არიან: ლიუდოვიკ ჟიული, ერნან კრესპო, ივან კორდობა, პაოლო მალდინი, დიდა, კაფუ, ივან სამორანო, რივალდო,  სერჟინიო, იური ჯორკაეფი, იარი ლიტმანენი, დემეტრიო ალბერტინი, ლიუდოვიკ ჟიული, გაბრიელ ბატისტუტა და რაიან გიგზი.

აგრეთვე ცნობილია, რომ მატჩის ორგანიზატორები მოლაპარაკებებს შემდეგ ფეხბურთელებთანაც აწარმოებენ: რონალდინი, ლოთარ მათეუსი, ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რიკარდო კაკა, რობერტო კარლოსი და ხავიერ ძანეტი.

ლეგენდების მატჩი 8 ივლისს გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი დაახლოებით 10 დოლარი ეღირება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით