მესიმ ვალვერდე ნეიმარის წასვლაზე გააფრთხილა

7-06-2018, 20:01

გასულ წელს ნეიმარის კატალონიის "ბარსელონადან" წასვლამ მთელი საფეხბურთო სამყარო დაშოკა. დღეს მის ტრანსფერზე საინტერესო დეტალები გახმაურდა.

გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელის წასვლის შესახებ ჯერ კიდევ ამერიკული ტურნეს დროს იცოდა ლეო მესიმ. წყაროს ცნობით, მასსა და მთავარ მწვრთნელ, ერნესტო ვალვერდეს შორის ასეთი ტიპის დიალოგი შედგა:

"ნეიმარს უნდა გავუფრთხილდეთ. ისინი აპირებენ, რომ იყიდონ." რაზეც ვალვერდემ უპასუხა, რომ მსგავსი რამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ საბოლოოდ ნეიმარი "პსჟმ" 220 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით