დუგლას კოშტა საბოლოოდ დამკვიდრდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

დუგლას კოშტა საბოლოოდ დამკვიდრდა

7-06-2018, 23:30

27 წლის ბრაზილიელის მომავალი "შავ-თეთრის" მაისურით ნაკლებად იყო მოსალოდნელი.  გარდა მისი გერმანიაში დაბრუნებისა, ფეხბურთელის გადაბირების სურვილი მაურინიოს "იუნაიტედსაც" სურდა, თუმცა ფეხბურთელმა იტალიაშ ამჯობინა დარჩენა და "ბებერ ქალბატონს" უერთგულა.

ტურინის "იუვენტუსმა" დუგლას კოშტა საბოლოოდ გამოისყიდა, რაც 40 მლნ ევრო დაუჯდა.  ბრაზილიელი "ბებერი ქალბატონის" რიებს 2022 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

ფეხბურთელი "ბიანკონერიმ" 6 მლნ ევროს სანაცვლოდ ერთი წლით ისესხა. სრული გამოსასყიდი თანხა კი 40 მლნ ევრო გახლავთ.

კოშტამ 47 მატჩი ჩაატარა ტურინელთა მაისურით, სადაც 6 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემაც მიითვალა. კლუბს დაეხმარა ისეთი ტიტულების მოპოვებაში, როგორიცაა სკუდეტო და იტალიის თასი.

დუგლასი განსაკუთრებულად დაუმეგობრდა თავის არგენტინელ თანაგუნდელ პაულო დიბალას.  "ბიანკონერის" 10-იანი და 11-იანი გოლს ერთნაირად "დიბალამასკ"-ით აღნიშნავენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით