"ბეშიქთაში" კატის "ტანტალის" გამო დაისაჯა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ბეშიქთაში" კატის "ტანტალის" გამო დაისაჯა

8-06-2018, 12:31

უეფამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და საფეხბურთო კლუბი "ბეშიქთაში" ფინანსურად დააჯარიმა. განსაკუთრებით საინტერესო ამ სასჯელის მიზეზია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მოედანზე შეიპარა. 

როგორც ირკვევა, თურქული კლუბი იმის გამო დაისაჯა, რომ "ბაიერნთან" ჩატარებულ შეხვედრაში მწვანე საფარზე კატა გამოჩნდა. აღნიშნული ფაქტის გამო მსაჯს თამაშის გაჩერება 1 წუთით მოუხდა. 

მარტში მომხდარი ფაქტი უეფამ გამოიძია, იმსჯელა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კლუბი 34 ათასი დოლარით დასაჯოს. უცნაურია ის, რომ ევროპული ფეხბურთის მართველმა უწყებამ 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლივერპული" ფანების გამო 29 ათასი დოლარით დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ "მერსისაიდული" გრანდის ფანებმა "მანჩესტერ სიტის" ავტობუსს სხვადასხვა ნივთები დაუშინეს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით