ასტორის გადარჩენა შეიძლებოდა

8-06-2018, 15:37

იტალიური მედიის ინფორმაციით, "ფიორენტინას" ყოფილი კაპიტნის, დევიდე ასტორის, გადარჩენა შესაძლებელი იყო. წყაროს ცნობით, ექსპერტიზის დასკვნა გუშინ დაიდო. 

როგორც ირკვევა, "იების" მცველს ტაქიკარდიული შეტევა მოუვიდა და ოთახში ვინმეს ყოფნის შემთხვევაში ფეხბურთელის გადარჩენა პრობლემას არ წარმოადგენდა. 

შეგახსენებთ, რომ დევიდე ასტორი ქალაქ უდინეზეს სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ "ფიორენტინამ" ასტორის ხელფასი სრულად ჩაურიცხა მის ოჯახს. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით