დიბალა პოგბას:"მიხარია ამის გაგონება"

8-06-2018, 18:29

"მანჩესტერ იუანიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პაულ ლაბილე პოგბა გუნდის მთავარ მწვრთნელთან მაურინიოსთან კარგი ურთიერთიბით ნამდვილად ვერ იწონებს თავს, ამიტომაც "წითელი  ეშმაკებიდა" წასვლას უწინასწარმეტყველებენ.

25 წლის პაულოს გადაბირებას  საფრანგეთის ლიგა პირველის გამარჯვებული "პსჟ" ცდილობს. სხვა შემთხვევაში  ფეხბურთელს შეუძია  "იუვენტუსში" დაბრუნდეს. შესაძლო ტრანსფერს  პოგბას "იუვენტინო" მეგობარი პაულო დიბალა გამოეხმაურა.

"პაულთან კარგი ურთიერთბა მაქვს. მას შემდეგაც კი, რაც მან კლუბი შეიცვალა. მართალია ისე კარგად აღარ ვართ და ვიდეო ზარებსაც მოვუკელით გადატვირთული გრაფიკების გამო, თუმცა, ეს ხელს დიდად არ გვიშლის".

"ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ, როგორც მოედანზე, ასევე პირად ცხოვრებაშიც. მიხარია იმის გაგება, რომ იგი შეიძლება კვლავ დაბრუნდეს ტურინში. ჩვენ ერთდ ვიგონებდით ახალი გოლის აღნიშვნის ტიპებს და ეს გვაბედნიერებდა. იმედი მაქვს დაბრუნდება", - განაცხადა დიბალამ.

პოგბა "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2012-2016 წლებში იცავდა, სადაც 124 მატჩი ჩაატარა და 24-ჯერ შეძლო მოწინააღმდეგე გუნდის მეკარს დამწუხრება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით