თუ რეალი 307 მლნ ევროს დახარჯავს, "იუნაიტედის" სამიზნეს ვერ შეინარჩუნებს

8-06-2018, 19:46

როგორც იცით, ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებმა მკვეთრად აიწია. ჯერ-ჯერობით ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "პსჟ"-ს ბრაზილიელი  ვარსკვლავი  ნეიმარ ჯუნიორია, რომლის ფასმაც 200 მლნ. ევროს შეადგინა.

შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს, თუ მადრიდის "რეალი" ჯუნიორს შეიძენს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში "სამეფო კლუბს" 307 მლნ ევროს გადახდა მოუწევს.

გარდა ამისა ეს ქმედება "წითელი ეშმაკების" ცეცხლზე დაასხამს ნავთს, რადგან რთული იქნება  რონალდუსა და ნეიმარის ერთ კლუბში ხილვა, ამიტომაც მაურინიოს მეტი შანსი ექნება კრიშტიანუს გადაბირებისთვის.

პორტუგალიელი და ბრაზილიელი ძალიან მაღალ ხელფასებს ითხოვენ, იმდენად მაღალს, რომ მადრიდელებისთვისაც კი შეუძლებელი იქნება მათი ერთ გუნდში შენარჩუნება. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით