იგუაინი: "კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გავაგრძელებდი"

8-06-2018, 20:03

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ პრემიერლიგაში სურს თამაში.

"ამჟამად მხოლოდ "იუვეზე" ვარ კონცენტრირებული, რადგან ამ გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს".

"თუმცა, მოხარული ვიქნები, თუ კარიერას პრემიერ ლიგაში გავაგრძელებდი. ვთვლი, რომ ეს ჩემპიონატი ჩემს შესაძლებლობებს კარგად ერგება", - აცხადებს იგუაინი.

შეგახსენებთ, რომ აქტიურად მიდის საუბარი არგენტინელისა და "იუვენტუსის" გზების გაყრის შესახებ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით