გალვესი:"ზიზუს რომ გადაწყვეტილება ორი დღით ადრე მიეღო..."

8-06-2018, 20:18

როგორ იცით, "რეალის" ახალგაზრდა გუნდის მთავარ მწვრთნელს გუტის "მურსია" უნდა ჩაებარებინა, თუმცა კლუბის  პრეზიდენტის ვიქტორ გალვესის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

"სამწუხარო ამბაავი გვაქვს. გუტი ჩვენს გუნდს ვერ გაწვრთნის, რადგან იგი მადრიდის "რეალის" პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი უნდა გახდეს."

"ზიდანს რომ ორი დღით დაეგვიანებინა გადაწყვეტილების მიღება, კონტრაქტი უკვე გაფორმებული გვექნებოდა, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ჩვენ გვსურდა" - განაცხადა "მურსიას" ხელმძღვანელმა ვიქტორ გალვესიმ.

ეს სიტყვები იმის მანიშნებელია, რომ გუტი ფაქტიურად პირველ გუნდში გადაბარგდება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით