კონტემ "რეალს" გადაწყვეტილება აცნობა

8-06-2018, 21:12

ზინედინ ზიდანის წასვლის შემდგომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო სიახლე გაჟღერდა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" აქტიურად მუშაობდა ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გადმოსაბირებლად.

წყაროს ცნობით, ესპანელები საკმაოდ დიდხანს ცდილობდნენ იტალიელი სპეციალისტის დათანხმებას, თუმცა არ გამოუვიდათ. კონტემ მადრიდელებს მტკიცე უარი განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ 48 წლის სპეციალისტი "არისტოკრატებს" 2016 წლიდან წვრთნის და მან გუნდთან ერთად პრემიერლიგისა და ინგლისის თასის მოგება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით