დიდი გაცვლა ესპანურ და ინგლისურ გრანდებს შორის » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

დიდი გაცვლა ესპანურ და ინგლისურ გრანდებს შორის

8-06-2018, 21:19

"ლივერპულში" რომიდან ახლმა გადასულმა მოჰამედ სალაჰმა უსწრაფესად მოახერხა მსოფლიოს ეპიცენტრში მოხვედრა. ეგვიპტელის სატრანსფერო ღირებულებამაც ერთიანად იმატა და მსურველებიც ძალიან მოუმრავლდნენ.

იურგენ კლოპს კი ძალიან ხიბლავს მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი მარკო ასენსიო, რომელმაც დაამტკიცა, რომ  მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. რა თქმა უნდა მას მეტი სათამაშო დრო სჭირდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ "სამეფო კლუბში" მის გარდა უამრავი ვარსკვლავია თავმოყრილი, შესაბამისად მას დიდი დრო არ ეძლევა თავის გამოსაჩენად.

შესაძლოა მადრიდელებმა და მერსისაიდელებმა ერთმანეთს გაცვლა შესთავაზონ ამ ორ ფეხბურთელს შორის. თუ მოჰამედი  ესპანეთში ჩავა, ასენსიო ინგლისელებს შეუერთდება  და პერესი 100 მლნ ევროსაც მოაყოლებს.

"ლივერპულის" გულშემატკივარი სალაჰის წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეგუება, თუ ხელმძღვანელობა მისნაირ ფეხბურთელს მოიყვანს, თუმცა იურგენს ესპანელი ფილიპე კოუტინიოს  შემცვლელად უფრო მიაჩნია, რომელმაც კლუბი იანვარში დატოვა.



SALAHI dzalian kargi pegburteli aris da reals dzalian gamoadgeba rac sheexeba asensios is axalgazdra pegburteli aris da chemi azrit Liverpols dzalian gamoadgeba vnaxot rogor ganvitardeba movlenebi araperi aris gamoricxuli

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით