"რეალმა" რონალდოს ფასი დაადო

8-06-2018, 21:48

კრისტიანო რონალდოს წასვლის შესახებ ჭორები არ წყდება. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალმა" პორტუგალიელ ფორვარდს ფასი დაადო.

ესპანური გამოცემა El Mundo-ს ცნობით, "სამეფო კლუბი" 33 წლის ფეხბურთელის გაშვებას 200 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

როგორც ცნობილია, ამ თანხის გადასახდელად მანჩესტერ "სიტი" და "პსჟ" მზად არიან. თუმცა, თავად ფეხბურთელს მანჩესტერ "იუნაიტედში" უნდა დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ რონალდო "რეალის" რიგებში 2009 წლიდან ირიცხება და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით