სალაჰი: "რამოსის სიტყვები სასაცილოა" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

სალაჰი: "რამოსის სიტყვები სასაცილოა"

9-06-2018, 15:39

"ლივერპულისა" და ეგვიპტის ნაკრების შემტევმა მუჰამედ სალაჰმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში სალაჰს მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა ერთ-ერთი ეპიზოდის დროს ლავიწის ძვალი მოტეხა.

"რებილიტაციის პროცესი კარგად მიდის. იმედს ვიტოვებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრისთვის სრულ მზადყოფანში ვიქნები".

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეცვლა ჩემთვის ყველაზე ცუდი მომენტი იყო. რამოსი ამბობს, რომ იმ მომენტში ხელი პირველმა ვკარი, ეს უბრალოდ სასაცილოა", - აცხადებს მიჰამედ სალაჰი.

ლიგის ფინალში "რეალმა" "ლივერპული" 3:1 დაამარცხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით