დე ხეა "რეალისთვის" კვლავ ნომერი პირველი არჩევანია

9-06-2018, 17:30

მადრიდის "რეალი" მიმდინარე ზაფხულში კვლავ აქტიურად შეეცდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კარის დარაჯი დავიდ დე ხეა ხელში ჩაიგდოს.

"სამეფო კლუბი" უკვე დიდი ხანია დე ხეას ყიდვას ცდილობს, თუმცა ამაოდ. 2016 წელს, როდესაც პრაქტიკულად გაფორებული ჰყავდა იგი, საქმეში ვან გაალი ჩერია და გარიგება ჩაიშალა.

როგორც ცნობილი ხდება, "მანჩესტერი" მადრიდელთა ოფიციალურ წინადადებას უახლოეს პერიოდში ელის.

თუ ჩემპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებული ესპანელ გოლკიპერს ვერ შეიძენს, მთლიანად ალისონ ბეკერის ტრანსფერზე გადაერთვება.


ჩემი აზრით დეხია უნდა იყიდოს რელმა ძალიან კარგი მეკარე არის და რელას ეხლა უკვე ახაგაზდა მეკარე ძალიან გამოადგება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით