AS: ნეიმარმა "რეალს" თხოვნით მიმართა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

AS: ნეიმარმა "რეალს" თხოვნით მიმართა

9-06-2018, 17:50

როგორც ესპანური სპორტული გამოცემა AS იტყობინება, "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი ნეიმარი მზადაა მადრიდის "რეალში" გადავიდეს და ამის სურვილს ცალსახად აფიქსირებს.

ბრაზილიელი აცნობიერებს, რომ ფრანგული კლუბი მას იოლად არ დათმობს და შესაბამისად იგი მადრიდის "რეალს" ერთი სეზონით მოცდას თხოვს.

თუ წყაროს დავუჯერებთ, ნეიმარი მომავალ სეზონსაც "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში გაატარებს და მხოლოდ 2019 წელს შეუერთდება "სამეფო კლუბს".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონის შემადგენლობაში გასულ წელს "ბარსელონადან" 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.



თქვენ გადაობთ თუ რა ჭორებს ავრცელებთ იყიდოს რეალმა ბოლო ბოლო ნეიმარი დამთავრდეს ეს ჭორებზე ლაპარაკი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით