"პსჟ" დიბალას ტრანსფერისთვის სერიოზულად ემზადება

9-06-2018, 18:28

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Paris United-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი შემტევის პაულო დიბალას ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს და მზადაა "ბებერ სინიორას" მაცდური წინადადებით მიმართოს.

როგორც ცნობილი ხდება, პირველი კონტაქტი მხარეებს შორის უკვე შედგა და მოლაპარაკებები ინტენსიურ ხასიათს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.

დიბალას სატრანსფერო ფასი ამჟამად 110 მილიონი ევროთია განსაზვრული და "პარი სენ-ჟერმენი" მზადაა ამაზე გაცილებით დიდი თანხა გადაიხადოს ფეხბურთელის სანაცვლოდ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით