ბოლტი მაურინიოს აკრიტიკებს

9-06-2018, 21:15

რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ცნობილმა გულშემატკივარმა უსეინ ბოლტმა, "წითელი ეშმაკების" სათამაშო სტილი შეაფასა.

11-ჯერ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი სპორტსმენის სახელით ცნობილმა ბოლტმა ჟოზე მაურინიოს სტილი და ტაქტიკა გააკრიტიკა.

"სეზონის დასაწყისში გუნდის ყურება ძალიან სასიამოვნო იყო. კლუბი შემტევი იყო და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ყურება მოსაბეზრებელი გახდა. მომენატრა ისეტი "იუნაიტედის" ხილვა, რომელიც  წლის დასაწყისში იყო".

"რა თქმა უნდა ეს ჟოზე მაურინიოს დამსახურებაა. სპეციალისტს ასეთი ტექნიკა აქვს და შედეგიც შესაბამისი აქვს. თუ თქვენ წარმატებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან გამოვარდნას და პრემიერ ლიგაში მეორე ადგილას გასვლას ეძახით, მაშინ ძველი მანჩესერი არ გაქვთ ნანახი", - განაცხადა უსეინ ბოლტმა.

სპორტსმენმა საფეხბურთო კარიერის დაწყება გადაწვიტა. მან უკვე ჩაატარა პირველი მატჩი ნორვეგიულ კლუბ "სტრემსგოდსეტ" - ის შემადგენლობაში.  


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით