"მილანი" სიტუაციიდან "გამოძვრება"? » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"მილანი" სიტუაციიდან "გამოძვრება"?

9-06-2018, 13:38

"მილანის" ფინანსური მდგომარეობის შესახებ უამრავი Tორი ვრცელდება. მართლაც, არის შანსი, "როსონერი" ევროტურნირიდან მოიკვეთოს და სატრანსფერო ბანიც მიიღოს "საჩუქრად", თუმცა მეორეს მხრივ, არსებობს გზა, რომ სიტუაცია მარტივად გამოსწორდეს.

აპენინურ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული საინვესტიციო კომპანია "ელიოტი", რომელმაც "მილანის" მფლობელ იონჰონგ ლის 300 მილიონიანი ვალი მისცა და 2018 წლის ოქტომბერში ელოდება მის დაბრუნებას, ჩინურ მხარეს სრულ ნდობას უცხადებს.

როგორც ჩანს, ამერიკელები კლუბის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებენ და მისტერ ლის ვალდებულებას რამდენიმე წელზე გადაუნაწილებენ. მეტიც, საუბარია იმაზეც, რომ "ელიოტმა" იონჰონგს საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ფინანსებიც გამოყოს, რათა მან უეფასთან ჩამოყალიბებული უთანხმოება გამოასწოროს.

შეგახსენებთ, რომ შექმნილი სიტუაცია ჩინეთში არსებულ იმ კანონს უკავშირდება, რომელიც ქვეყნიდან დიდი რაოდენობის ფულადი სახსრების გადინებას აფერხებს. ეს ყველაფერი მხოლოდ დროზე ახდენს გავლენას, რადგან ფაქტია, ჯერჯერობით "როსონერის" მფლობელი დაპირებებს ასრულებს და ფულის ხარჯვასაც არ ერიდება.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისეთი კომპანია, როგორიც ამერიკული "ელიოტია", ასე არ გარისკავდა, იონჰონგ ლის შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ იყოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით