პერესის გეგმებში ცვლილებებია

9-06-2018, 23:01

ცნობილი ესპანური გამოცემა "Don Balon"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი გახლდათ, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სიტუაცია შეცვალა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ინგლისელმა "მამლებთან" კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, შესაბამისად მისი "სამეფო კლუბში" ტრანსფერის შანსები მინიმუმამდე დაეცა.

პერესის მთავარი გეგმა, რომელიც ახალი ფორვარდის შეძენას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა და თუ წყაროს დავუჯერებთ, ამჯერად მადრიდული გრანდი რობერტ ლევანდოვსკის და ნეიმარის კანდიდატურებს დაუბრუნდება.


ძალიან გამიხარდება თუ მადრიდის რეალი რობერტ ლევანდოვსკის და ნეიმარს ორივე ერთად იყიდის ორივე ფეგბურთელი ძალიან გამოადგება რეალს ჩემი აზრით

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით