არნაუტოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში"?

10-06-2018, 11:59

ავსტრიის ნაკრებისა და ვესტ ჰემის ფეხბურთელმა, მარკო არნაუტოვიჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გამორიცხულია და ეს ინფორმაცია უბრალოდ ჭორია. 

„ვესტ ჰემში ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჭორია, რადგან მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან შემოთავაზება არც ყოფილა. ამჟამინდელ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და აქ ბედნიერი ვარ,“ –  განაცხადა არნაუტოვიჩმა ინგლისურ პრესასთან საუბარში. 

შეგახსენებთ, მარკო „ჩაქუჩების“ რიგებში 2017 წელს ჩაირიცხა და გასულ სეზონში 31 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.
 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით