კეინის პირველი კომენტარი ახალი კონტრაქტის შემდეგ » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კეინის პირველი კომენტარი ახალი კონტრაქტის შემდეგ

10-06-2018, 12:41

ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელმა, ჰარი კეინმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „დეზებში“ დარჩენით კმაყოფილია. მისი თქმით, გადაწყვეტილება მუნდიალამდე აუცილებლად უნდა მიეღო. 

"მსოფლიო ჩემპიონატამდე მინდოდა ჩემი მომავლის გარკვევა. კარგი ვქენი, რომ დავრჩი, რადგან ველოდები ახალი სტადიონის გახსნას. "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად ასპარეზობს. თავის გამოჩენის შანსი კიდევ ერთხელ გვაქვს და ამჯერად უფრო დიდი გეგმები გვაქვს“, - განაცხადა კეინმა. 

შეგახსენებთ, რომ ჰარის გადაბირება "რეალს" სურდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა. უნდა ითქვას, რომ კეინი ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე უკაპიტნებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით