მესი: "ნეიმარს უკან, "ბარსაში" ვისურვებდი"

10-06-2018, 14:33

"ბარსელონას" არგენტინელმა თილისმამ ლიონელ მესიმ თავისი მეგობარის ნეიმარ ჯუნიორის შესაძლოა ტრანსფერზე "სამეფო კლუბში" კომენტარი გააკეთა.

"ნეი ჩემი მეგობარია. იმედი მაქვს იგი გონს მოეგება და ჩვენს ყველაზე კონკურენტულ გუნდში არ გადავა. ყვლაზე კარგი ვარანტი მისი კატალონიაში დაბრუნება იქნებოდა, თუმცა ამის შანსები ძლიან ცოტაა. იმედი მაქვს, ტრანსფერი არ განხორციელდება და მინდა, გავიღვიძო და ის ისევ ჩემს გუნდში ვიხილო", - განაცხადა მესიმ.

როგორც იცით, ბრაზილიელ თავდამსხმელს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს". მისმა სატრანსფერო ღირებულებამ შესაძლოა 300 მლნ ეროს გადააჭარბო.

ჯუნიორს ლიგა 1-ში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 19 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცეის შესრულება შეძლო. ფეხბურთელმა თებერვლის ტრავმის შემდეგ  4 ივნისს პირველად ითამაშა ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნარების მაისურით ხორვატიის წინააღმდეგ, სადაც გოლის გატანაც შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით