350 მილიონი ევრო მზადაა, "რეალის" დაუჯერებელი ტრანსფერი

10-06-2018, 15:38

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ბრაზილიელი ნეიმარის სანაცვლოდ 350 მილიონ ევროს იხდის. წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, სამხრეთ ამერიკელის შეძენას, ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს, თუმცა ჯერჯერობით "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა დუმს.
 
როგორც ირკვევა, იმ შემთხვევაში თუ ნეიმარი და ფრანგული კლუბი შემოთავაზებას დასთანხმდებიან, ტრანსფერი 2019 წელს განხორციელდება, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტის მიხედვით პარიზელთა რიგების დატოვება 2019 წლამდე არ შეუძლია. 

ესპანური მედია იუწყება, რომ გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, ჭორია, რადგან პერესი სანტოს ჟუნიორის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას არ გადაიხდის. როგორც ირკვევა, „თეთრები“ გამოსასყიდ თანხას 50 მილიონს უმატებენ, რაც ჯამში 350 მილიონი გამოდის. 

შეგახსენებთ, ბრაზილიელი ვარსკვლავი "პსჟ"-ს რიგებში 2017 წელს ჩაირიცხა. გასულ სეზონში ამ უკანსკნელმა 30 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. თებერვალში მიღებული ტრავმის შემდეგ, 4 თვე მკუნალობდა და ეროვნულ გუნდს მუნდიალზეც მიჰყვება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით