რონალდოსთვის ახალი კონტრაქტი მზადაა

10-06-2018, 16:03

ბოლო დროს არ წყდება ჭორები იმის შესახებ, რომ კრისტიანო რონალდომ შესაძლოა მადრიდის "რეალი" დატოვოს. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, "სამეფო კლუბმა" პორტუგალიელ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტის პირობები შესთავაზა.

როგორც ცნობილია, 33 წლის ფეხბურთელი ამიერიდან ხელფასის სახით ყოველწლიურად 32.5 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, ის ბონუსებსაც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდო მადრიდის "რეალში" 2009 წლიდან ირიცხება და მის კონტრაქტს ვადა 2021 წელს გასდის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით